პროექტის სახელწოდება
|
გლობალური დათბობა
|
პროექტის მთავარი იდეა
|
გლობალური დათბობის და „სათბურის ეფექტის“ უარყოფითი შედეგები, მათი
თავიდან აცილების გზები.
|
პროექტის აღწერა
|
პროექტში აღწერილი იქნება გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები,შედეგები,საზოგადოების
აზრი გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, გლობალური დათბობის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე,დათბობით
გამოწვეული კლიმატის ცვლილებების შედეგები და მისი თავიდან აცილების გზები.
|
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
ეს პროექტი მნიშვნელოვანია
იმით,რომ ბავშვებმა კარგად გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გლობალურ დათბობას
და შესაბამისად განსაზღვრონ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ გლობალური დათბიბის შესაჩერებლად.
პროექტი აქტუალურია იმით,
რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მონაცემთა
ანალიზის,ორგანიზებულობის,შემოქმედებითობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი.
|
მიზნები და შედეგები
|
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა
ისწავლონ გუნდური მუშაობა,თანამშრომლობა, ჩამოუყალიბდეთ კვლევისა და დასკვნების გამოტანის
უნარი.
მოიძიონ ინფორმაცია იმ პროცესების
შესახებ რაც ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას დედამიწაზე.
განსაზღვპონ რა შედეგები შეიძლება
მოგვიტანოს ამ პროცესებმა და რა პრობლემებს უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას.
|
მონაწილეთა ასაკი
|
15–16 წელი (X–კლასის მოსწავლეები)
|
ვადები|ხანგრძლივობა
|
ერთი თვე
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან რას ნიშნავს
ტერმინი „გლობალური დათბობა“.
კარგად უნდა ერკვეოდნენ სითბურ
მოვლენებში.
შესაბამისი ინფორმაცია უნდა
ჰქონდეს შიდაწვის ძრავებში გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის შესახებ.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
შეიქმნება ვებ–გვერდი, მოხდება
სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა,მოსწავლეები ერთობლივად
იმსჯელებენ „სათბურის ეფექტის“ შემცირებისა და გლობალური დათბობის თავიდან
აცილების გზებზე.
დაინტერესებული პირები დაათვალიერებენ
მოზარდთა ნამუშევრებს,ჩაერთვებიან დისკუსიაში, იმსჯელებენ,გაეცნობიან ერთმანეთის
ინტერესების სფეროს,გააკეთებენ კომენტარებს.
|
პროექტისთვის საჭიროა შემდეგი რესურსები
|
ენციკლოპედია,კომპიუტერი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები.
|
პროექტის მსვლელობა:
ნაბიჯი 1:
|
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას– „გლობალური დათბობა“, ასევე
გაეცნობიან „სათბურის ეფექტის“ არსს და მისი შემოქმედებით გამოწვეულ გლობალური დათბობის
უარყოფით შედეგებს.ამის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან
გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და ნაცნობი ინფორმაცია.
|
ნაბიჯი 2:
|
მოსწავლეები პროექტის შესახებ ჩამოწერენ კონკრეტულ კითხვებს:
ა.რა არის გლობალური დათბობა.
ბ.რას ნიშნავს „სათბურის ეფექტი“.
გ.რა არის კლიმატი.
დ.რა შედეგებს გამოიწვევს გლობალური დათბობა.
|
ნაბიჯი 3:
|
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას,მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს.ვაკავშირებ
შესაბამის სამსახურებთან(გარემოს დაცვის სამინისტრო).
|
ნაბიჯი4:
|
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები უკვე იწყებენ გეგმის რეალურად ხორცშესხმას,ინფორმაციის
შეგროვებას,შეჯერებას,ანალიზს,უღრმავდებიან საკვანძო საკითხებს,ზრუნავენ პროექტის
ვიზუალურ მხარეზე,ქმნიან პრეზენტაციას, ვებ–გვერდს, პლაკატებს, კედლის გაზეთს.
|
ნაბიჯი 5:
|
მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენა დათქმულ ვადაში.
|
ნაბიჯი 6:
|
ნამუშევრის პრეზენტაცია.
|
ნაბიჯი 7:
|
პროექტის შეჯამება–შეფასება.
|
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
|
კავშირი ბიოლოგიასთან,გეოგრაფიასთან,ინფორმატიკასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განიხილება:ბუნების დაცვის საკითხის
აუცილებლობა, ბუნებაში ადამიანების დაუფიქრებლად ჩარევის უარყოფითი შედეგები.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მასწავლებელი: ნინო ხრიკაძე
|
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
|
Borjomi1970@gmail.kom
|
nino
понедельник, 12 марта 2012 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)